LIVE

რუსული ნავთობის გადაზიდვები მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა

22 აპრ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 750
რუსული ნავთობის გადაზიდვები მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ნაკადები 15 აპრილამდე ერთი კვირის განმავლობაში 4-ჯერ შემცირდა. შავი ზღვის, ბალტიის და არქტიკის სანაპიროების პორტებიდან აზიისკენ მიმავალი ტვირთის მოცულობა გასულ ორ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 

Bloomberg-ის მიერ გემების მონიტორინგისა და პორტის აგენტის ანგარიშის მიხედვით, რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან სულ 30-მა ტანკერმა ჩატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი. შედეგად, საზღვაო ნავთობის საშუალო ნაკადი დღეში 3,12 მილიონი ბარელით განისაზღვრა, რაც 8 აპრილს კვირასთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია.

ნავთობის ექსპორტის შემცირება მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ნიშნავს, რადგან უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის ხარჯები და მასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების სია იზრდება. ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის ამჟამინდელი ტემპებით, კვირის გადაზიდვები კრემლს დაახლოებით $181 მილიონს მოუტანს; ეს თანხა $60 მილიონით ნაკლებია წინა კვირას მიღებულ შემოსავალთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ნაკადების ყოველკვირეული ვარდნა მართლაც დრამატულია, ის მხოლოდ 1 აპრილამდე კვირაში დაფიქსირებულ დონეს უბრუნდება. მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს ტანკერების გასვლის დროის მიხედვით, რაზეც გავლენას ახდენს ამინდი. 

ევროკავშირი უფრო და უფრო აქტიურად განიხილავს რუსულ ნავთობზე ემბარგოს. მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი შეწყვეტენ ქვეყნების რუსული რესურსით მომარაგებას, რაც ნაკადების შემცირებას გამოიწვევს.

აპრილის პირველ კვირაში, გასულ თვესთან შედარებით, რუსეთის წარმოება დღეში დაახლოებით 500 000 ბარელით უკვე შემცირდა.  

რუსეთის საექსპორტო ტერმინალებიდან ნედლი ნავთობის ნაკადების შემცირებამ უკრაინაში შეჭრიდან მეშვიდე კვირაში კრემლის ყოველკვირეული საექსპორტო გადასახადის შემოსავალი 25%-ით შეამცირა.

ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადი აპრილში ტონაზე $61,20-ია, რაც ბარელზე დაახლოებით $8,30-ის ეკვივალენტია. მაისში საექსპორტო გადასახადი დაეცემა და იქნება $49.60 ტონაზე, $6.81 - ბარელზე. 

ტანკერების რაოდენობა, რომლებმაც 5 აპრილისთვის რუსული ნედლი ნავთობი ჩატვირთეს, წინა კვირასთან შედარებით, შემცირდა 10 ერთეულით, ანუ 25%-ით. ყველაზე დიდი ვარდნა შავ ზღვაში, ნოვოროსიისკში დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტირი: ჯულიან ლი