LIVE

მასკი აცხადებს, რომ უსახლკაროა

19 აპრ 202218:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1478
მასკი აცხადებს, რომ უსახლკაროა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის თქმით, მას სახლი არ აქვს და მეგობრების დივანზე იძინებს.

TED-თან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ საკუთარ სახლს ამჟამად არ ფლობს და სან-ფრანცისკოში, Tesla-ს სათაო ოფისთან ახლოს მეგობრებთან რჩება.

განცხადების გაკეთებამდე, TED-ის კონფერენციის ორგანიზატორთა ხელმძღვანელმა კრის ანდერსონმა Tesla-ს დამფუძნებელს იმ ადამიანების შესახებ ჰკითხა, რომლებსაც მილიარდერების არსებობა აღიზიანებთ.

”ვფიქრობ, არსებობს გარკვეული აქსიომური ხარვეზები, რომლებსაც ამგვარ დასკვნებამდე მივყავართ",- განაცხადა მასკმა მისი სიმდიდრით შეურაცხყოფილი ხალხის შესახებ.

"პრობლემატური იქნებოდა მილიარდობით დოლარს პირადი მოხმარებისთვის რომ ვხარჯავდე, მაგრამ ასე არ არის",- აღნიშნა მასკმა.

მასკი, Bloomberg-ის მიხედვით, $255 მილიარდს ფლობს.