LIVE

Paramount-ის არხები რუსეთში 20 აპრილიდან გაითიშება

18 აპრ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
Paramount-ის არხები რუსეთში 20 აპრილიდან გაითიშება

Cable Guy-ის ინფორმაციით, Paramount მიმდინარე კვირაში - 20 აპრილიდან რუსეთში სატელევიზიო არხების მაუწყებლობას შეწყვეტს. ოპერატორებმა შესაბამისი შეტყობინებები უკვე მიიღეს.

კომპანიას აქვს სხვადასხვა გასართობი და საოჯახო არხები, როგორიცაა Nickelodeon, Nick Jr., NickToons და Paramount Comedy, ასევე მუსიკალური არხები, მათ შორის MTV Russia და MTV Live HD.

Paramount Pictures რუსეთში თეატრალური ფილმების დისტრიბუციის შეჩერების შესახებ გასულ თვეს განაცხადა.  

მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Discovery-მ, რომელმაც 15 საკაბელო არხის, მათ შორის Discovery Channel-ისა და Animal Planet-ის მაუწყებლობა შეწყვიტა.

რუსეთში საქმიანობა სტრიმინგ სერვისმა Netflix-მაც შეაჩერა.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა