
რუსეთში საქმიანობას სტრიმინგ სერვისი Netflix-ც აჩერებს.
კომპანიის განცხადებით, ახალი მომხმარებლები პლატფორმაზე დარეგისტრირებას ვეღარ შეძლებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია რა მოხდება არსებულ ანგარიშებთან დაკავშირებით. ისინი წვდომას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებსა და კვირებში დაკარგავენ.
Netflix-ი რუსეთში 2016 წლიდან ოპერირებს და მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Netflix-ი, რომელიც რუსეთში National Media Group-თან პარტნიორობით ფუნქციონირებს, უერთდება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობას აჩერებენ. მათ შორისაა Apple, Sumsung, Disney და სხვა. Hollywood-ის რამდენიმე სტუდიამ ასევე შეაჩერა რუსეთში ფილმების გამოშვება.
კომპანიებისთვის რუსეთში მუშაობას Visa-ს, Mastercard-ის და American Express-ის გასვლაც ართულებს. ამავე მიზეზით მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსეთიდან გასული კომპანიების რიცხვი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ