იაპონიის ცენტრალური ბანკი (BOJ) ბოლო 30 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებს.
ვინაიდან მსოფლიოში ცენტრალური ბანკები ინფლაციის შესაკავებლად რეფინანსირების განაკვეთს ზრდიან, იაპონიის ცენტრალური ბანკის მმართველს, ჰარუჰიკო კუროდას მოუწევს ახსნას, თუ რატომ რჩება სტიმულისადმი ერთგული, როდესაც თავად BOJ ხედავს ფასების ზრდას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით.
ეკონომისტები ძირითადი სამომხმარებლო ფასების 1.8%-იან ზრდას ელოდებიან. Nikko Securities-ის ეკონომისტები უფრო შორს მიდიან და ინფლაციას მიმდინარე ფისკალური წლისთვის დაახლოებით 2.5%-მდე პროგნოზირებენ.
ჰარუჰიკო კუროდამ არაერთხელ განაცხადა, რომ დანახარჯებით გამოწვეული ფასების ზრდა არ არის ის მდგრადი მოგება, რომელსაც ეძებს და რომ ცენტრალურმა ბანკმა მუდმივად უნდა გამოიყენოს სტიმულები.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ცენტრალური ბანკების ანგარიშებთან შეუსაბამობამ ზეწოლა მოახდინა იაპონიის ბანკის საპროცენტო სარგებელზე და იენი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტორუ ფუიოკა და სიმიო ოტო