LIVE

Novavax -ის ახალმა ვაქცინამ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა

29 იან 202112:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
Novavax -ის ახალმა ვაქცინამ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა
Bloomberg L.P.

Covid19-ის საწინააღმდეგო მაღალი ეფექტიანობის ვაქცინების რიცხვს, სავარაუდოდ, მალე კიდევ ერთი, Novovax-ის ვაქცინა, შეემატება. ცდების შედეგად, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში მან მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა, ბრიტანეთთან შედარებით, მისი ეფექტიანობა ნაკლებია სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსის განსხვავებული ვარიანტი დომინირებს.

ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში დიდი ბრიტანეთიდან 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 62 შემთხვევის შუალედურმა შედეგებმა ვაქცინის 89.3%-ით ეფექტიანობა დაადასტურა.

კვლევით ასევე დადასტურდა, რომ ვაქცინა ეფექტიანობას ინარჩუნებს ახალ შტამებთან. თუმცა ბრიტანეთთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სამხრეთ აფრიკაში. ამ შემთხვევაში კვლევაში 4 400 ადამიანი მონაწილეობდა. იმ ადამიანებთან, ვინც აივ ინფიცირებული არ არის, ვირუსმა 60%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფიცირებულების ჩათვლით, მთლიან ჯგუფთან ეფექტიანობამ 49.4% შეადგენა. 

კვლევის შედეგების შემდეგ, არაერთ ქვეყანაში Novavax-ის ვაქცინა ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. აშშ-ს მთავრობას სურს, შეიძინოს ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რისთვისაც 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის. მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი 60 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. 

Novavax, ასევე, ატარებს ფართო კვლევებს აშშ-სა და მექსიკაში. ამ დროისთვის ცდებში 16 000 ადამიანი მონაწილეობს, თუმცა თებერვლის შუა რიცხვებში ეს რიცხვი 30 000-მდე გაიზრდება. 

პარალელურად, კომპანია ახალი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რობერტ ლენგრეტი და კრისტინ ფლენეგენი