
მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების ღირებულება Meta Platforms-ისთვის მუდმივად იზრდება. კომპანიის ხარჯები ბევრად აღემატება სხვა ტექნოლოგიური კომპანიების დანახარჯებს ამ მიმართულებით.
სოციალური მედიის გიგანტმა, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, აღმასრულებელი დირექტორის უსაფრთხოებაში 2021 წელს $15.2 მილიონი დახარჯა. ეს არ ითვალისწინებს $10 მილიონს, რომელიც ცუკერბერგს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვისთვის გადასახადების გადახდამდე გადაეცა და ასევე $1.6 მილიონს კერძო თვითმფრინავის გამოყენებისთვის.
ჯამში კომპანიამ ცუკერბერგის დაცვაზე გასულ წელს $26.8 მილიონი დახარჯა, რაც 2020 წლიდან 6%-იან ზრდას წარმოადგენს. მარეგულირებლის დოკუმენტი გაზრდილ ხარჯებს რეგულარულ პირად მოგზაურობებს, Covid-19-თან დაკავშირებულ პროტოკოლებს და უსაფრთხოების პერსონალის გაზრდილ ღირებულებას მიაწერს. შეთანხმება ცუკერბერგის თითქმის მთლიან კომპენსაციას მოიცავს, რადგან ის წლიური ხელფასის სახით $1-ს იღებს, ბონუსის ან კაპიტალის ჯილდოს გარეშე.
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის 2021 წლის უსაფრთხოების ხარჯები ბევრად აღემატება სხვა ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორების ხარჯებს. Amazon.com-მა გასულ წელს თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსის დაცვაზე $1.6 მილიონი დახარჯა. თუმცა, Tesla აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის დაცვის ხარჯებს არ ამჟღავნებს.
Meta ასევე იხდის სხვა ხელმძღვანელების დაცვის ხარჯებსაც, მათ შორისაა კომპანიის COO შერილ სენდბერგი, რომლის დაცვაში კომპანიამ $9 მილიონი დახარჯა. დამატებით $2 მილიონი სენდებერგმა კერძო თვითმფრინავის მოხმარებაზე დახარჯა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილ სარა