LIVE

საპენსიო სააგენტომ დოლარში ინვესტირება დაიწყო

07 აპრ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 748
საპენსიო სააგენტომ დოლარში ინვესტირება დაიწყო

საპენსიო ფონდმა დოლარის შესყიდვა დაიწყო. 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.

საპენსიო აქტივების მოცულობა 2.23 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 318 მილიონი ლარს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.