LIVE

ფინეთი ჯარისკაცების გადამზადებას გეგმავს

05 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 810
ფინეთი ჯარისკაცების გადამზადებას გეგმავს

ფინეთის მთავრობა თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს. ამ მიზნით, რეზერვისტები, რომლებიც ქვეყნის 280,000-კაციან საომარი მდგომარეობის ჯარს შეადგენენ, გადამზადდებიან.  

თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის განცხადებით, დამატებითი წვრთნების საჭიროება აქტუალური 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა. ქვეყანამ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო ფაქტი, რომ ჯარი პანდემიის დროს ნორმალური ვარჯიშის განრიგს ჩამორჩა. 

მინისტრის თქმით, წვრთნა "მნიშვნელოვან" დამატებით ხარჯებს საჭიროებს. ფინეთი ასევე გეგმავს გაზარდოს თანხა იარაღის შესაძენად. ქვეყანას სურს, რომ შესყიდვა სწრაფად განახორციელოს, სანამ ევროპაში გაზრდილი მოთხოვნის გამო, იარაღზე ფასი გაიზრდება. 

"ფინეთს არ უნდა, რომ არასაკმარისად მომზადებული აღმოჩნდეს",- თქვა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.

მინისტრები დაგეგმილი ხარჯების ზუსტ მონაცემებს ხვალ გამოაქვეყნებენ. 

ფინეთის მოსახლეობა 5,5 მილიონიანია. ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაახლოებით 900 000 მოქალაქის რეზერვი აქვთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეო ლაიკოლა