
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, თებერვლის პიკის შემდეგ, მისი ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვები $38,8 მილიარდით შემცირდა.
25 მარტის მდგომარეობით, რეზერვები $604,4 მილიარდამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს შემდეგ.
ცენტრალურ ბანკს არ გაუკეთებია განახლებები 18 თებერვლის ყოველკვირეული ანგარიშის შემდეგ, როდესაც რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, $643.2 მილიარდს მიაღწია და განაცხადა, რომ არ გამოაქვეყნებდა ახალ მონაცემებს სამი თვის განმავლობაში.
ომმა გამოიწვია ფართო სანქციები და შეზღუდა ცენტრალური ბანკი მას შემდეგ, რაც მისი რეზერვების დაახლოებით ორი მესამედი გაიყინა.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ აღიარა, რომ რუსეთის ბანკისთვის დაწესებული შეზღუდვები ნიშნავდა, რომ ინტერვენციებს ვეღარ შეძლებდა, მან ისიც განაცხადა, რომ ბანკმა რუბლის მხარდასაჭერად გაყიდა უცხოური ვალუტა 24 თებერვალს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და მომდევნო დღეს.
პირველი ზომები ცენტრალური ბანკის აქტივების წინააღმდეგ 27 თებერვალს გამოცხადდა.
18 თებერვლიდან რეზერვების კლების ახსნისას, ცენტრალური ბანკის განცხადებაში მოყვანილია ინტერვენციები, სავალუტო რეფინანსირების ოპერაციები და აქტივების გადაფასება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია