LIVE

კანონმდებლები Netflix-ს მოწევის სცენების შემცირებისკენ მოუწოდებენ

01 აპრ 202222:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 583
კანონმდებლები Netflix-ს მოწევის სცენების შემცირებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის კანონმდებლები Netflix-ს აფრთხილებენ, შეზღუდოს ახალგაზრდებისთვის თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების მოწევის ამსახველი კადრების ჩვენება. 

"მოვუწოდებთ თქვენს კომპანიას, გადადგას უფრო აგრესიული ნაბიჯები, რათა შეზღუდოს ამგვარი კადრები და შეამციროს ახალგაზრდებში ამ მავნე შინაარსის ჩვენება",- წერენ დემოკრატი სენატორები ედ მარკი, კრის ვან ჰოლენი და რიჩარდ ბლუმენტალი Netflix-ისადმი მიწერილ წერილში.  

სენატორები წერილში იმოწმებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფის, Truth Initiative-ს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, სხვა არხებთან შედარებით, Netflix-მა ახალგაზრდებისთვის გამიზნულ შოუებში მოწევის მეტი სცენა აჩვენა. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, Netflix-ის ორ შოუში: 2020 წლის სეზონის The Queen’s Gambit-სა და The Umbrella Academy-ში ნაჩვენებია თამბაქოს ან ელექტროსიგარეტის მოწევის 200-ზე მეტი შემთხვევა. 

2019 წელს, Netflix-მა პირობა დადო, რომ მოწევის ამსახველ კადრებს შეამცირებდა, ახალგაზრდა მაყურებლისთვის გამიზნულ შოუებში კი მათზე სრულად იტყოდა უარს.

სენატორები წერენ, რომ ამ ვალდებულების შემდეგ, Netflix-ის მრავალმა პროგრამამ გაზარდა თამბაქოს ამსახველი კადრების რაოდენობა.

მათ კომპანიას სთხოვეს, მიაწოდოს კონკრეტული დეტალები თუ როგორ შეასრულეს პირობა და პასუხისთვის ვადა 21 აპრილამდე მისცეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბროდი ფორდი