LIVE

მსოფლიოს ყველაზე გრძელი სამგზავრო ფრენის მარშრუტი რუსეთის ცას გვერდს აუვლის

29 მარ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1167
მსოფლიოს ყველაზე გრძელი სამგზავრო ფრენის მარშრუტი რუსეთის ცას გვერდს აუვლის
Bloomberg

ავიაკომპანია Cathay Pacific Airways ნიუ-იორკი-ჰონგ-კონგის მარშრუტის შეცვლას გეგმავს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის საჰაერო სივრცე. შედეგად მარშრუტი იქნება ყველაზე გრძელი კომერციული სამგზავრო ფრენა მსოფლიოში.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ავიაკომპანია ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდება და ატლანტის ოკეანის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის თავზე გადაიფრენს. 

მარშრუტის სიგრძე - 16,618 კილომეტრი აღემატება Singapore Airlines-ის ნიუ-იორკის ფრენას, რომელსაც, FlightRadar24-ის მონაცემებით, დაახლოებით 17-ნახევარი საათი სჭირდება 15,349 კილომეტრის დასაფარად. Cathay-ის ახალ ფრენას დაახლოებით 17 საათი დასჭირდება.

Cathay-ის Airbus SE-ის რეისი A350-1000 ჩვეულებრივ არქტიკასა და რუსეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბევრი აზიური ავიაკომპანია რუსეთის საჰაერო სივრცეს ერიდება. 

"ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ საგანგებო მარშრუტებს პოტენციური მოვლენებისა თუ სცენარების გათვალისწინებით. ტრანსატლანტიკური მარშრუტი განპირობებულია წელიწადის ამ დროს ძლიერი სეზონური ქარებთან გამკლავებით, რათა ფრენის დრო 16-დან 17 საათამდე შემცირდეს, რითაც ის უფრო ხელსაყრელი გახდება, ვიდრე წყნარი ოკეანის მარშრუტი",- ამბობს კომპანიის სპიკერი.  

Cathay-ის ახალი, გაფართოებული მარშრუტი მოხსნის გაჩერების აუცილებლობას, გახდის მას უფრო ეკონომიურს და კონკურენტუნარიანს.

კომპანიებს შორის, რომლებმაც შეცვალეს მარშრუტი, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის ცით სარგებლობა, არის Japan Airlines. მისი ფრენა, რომელიც 11 საათი და 55 წუთი გრძელდება, ოთხ-ნახევარი საათით დაგრძელდა. 

ფრენის ასეთი ცვლილებები, სავარაუდოდ, დროებითია იმის გათვალისწინებით, რადგან ეს ზრდის გადამზიდავების საწვავის დანახარჯებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენი ლი