LIVE

G-7 რუსული გაზისთვის რუბლში გადახდაზე პუტინს უარს ეუბნება

28 მარ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 724
G-7 რუსული გაზისთვის რუბლში გადახდაზე პუტინს უარს ეუბნება

G-7-ის ენერგეტიკის მინისტრებმა ერთხმად უარყვეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ბუნებრივი აირის კონტრაქტების რუბლში გადახდის შესახებ.

"პუტინის მოთხოვნა წარმოადგენს კონტრაქტების ცალმხრივ და აშკარა დარღვევას. ეს ნიშნავს, რომ რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის კომპანიებს, არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნა“,- განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

”პუტინის მცდელობა, რომ გამოიწვიოს განხეთქილება ჩვენ შორის აშკარაა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ მივცემთ თავს გაყოფის უფლებას. პასუხი G-7-ისგან ნათელია: კონტრაქტები შესრულდება”,- დასძინა მან.

გერმანია ამჟამად G-7-ის განვითარებული ეკონომიკების კლუბის პრეზიდენტია. ჰაბეკი კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველ კოალიციაში ასევე ენერგეტიკაზეა პასუხისმგებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრიჯიტ ჯენენი