LIVE

საბანკო ასოციაცია: წელს ეკონომიკური ზრდა 2.5-3%-ის ფარგლებში იქნება

28 მარ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
საბანკო ასოციაცია: წელს ეკონომიკური ზრდა 2.5-3%-ის ფარგლებში იქნება

საბანკო ასოციაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5-3%-ის ფარგლებში გაიზრდება.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე უშუალოდ საბანკო სექტორის პორტფელის ზრდის ტემპზე.

„პორტფელის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. თუმცა ის გათვლები, რაც კეთდებოდა წლის დასაწყისში ან შარშან, უკვე არარელევანტურია. ველოდით, რომ ბანკების მთლიანი პორტფელი 10%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ამ გადასახედიდან შესაძლოა ეს მიღწევადი არ იყოს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ყველაზე რეალისტურად მიგვაჩნია სცენარი, რომლის ფარგლებშიც წელს ზრდა 2.5-3%-ის ფარგლებში იქნება“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. თუმცა როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მუშაობს აღნიშნული პროგნოზის დაკორექტირებაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. მისი განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.