
ილონ მასკმა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter-ზე განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს სოციალური მედიის პლატფორმის შექმნაზე, რადგან, მისი თქმით, Twitter-ი სიტყვის თავისუფლების პრინციპს ვერ იცავს.
Is a new platform needed?
— Elon Musk (@elonmusk) March 26, 2022
25 მარტს გამოქვეყნებულ ტვიტში მან ასევე აღნიშნა, რომ „სიტყვის თავისუფლება აუცილებელია მოქმედი დემოკრატიისთვის“ და ეჭვქვეშ დააყენა მკაცრად იცავს თუ არა ამ პრინციპს Twitter-ი.
გასულ კვირას აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) მოსამართლეს განუცხადა, რომ მასკის ტვიტები Tesla-ს შესახებ მთავრობის გამოძიების საგნად დარჩება, მაშინაც კი, თუ სასამართლო SEC-თან მის 2018 წლის შეთანხმებას გააუქმებს.
მასკი ცდილობს შეწყვიტოს SEC-ის ზედამხედველობა მისი Twitter-ის პოსტებზე და ამტკიცებს, რომ შეთანხმება სიტყვის თავისუფლების უფლებების „გათელვისთვის“ გამოიყენება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩესტერ იანგი