LIVE

უკრინაში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა

23 მარ 202216:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1020
უკრინაში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა
Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინაში წამოწყებული ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, ანატოლი ჩუბაისმა, რუსეთის ელჩმა კლიმატის საკითხებში, თანამდებობა და ქვეყანა დატოვა.

66 წლის ჩუბაისი 1990-იანი წლების ეკონომიკური რეფორმატორებიდან ერთ-ერთია, ვინც პუტინის მთავრობაში დარჩა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლელ ოფიციალურ პირებთან. 

რუსული პრივატიზაციის არქიტექტორი პუტინის ხელისუფლების პირობებში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა მსხვილ სახელმწიფო კომპანიებშიც. 

გასულ კვირას, არკადი დვორკოვიჩი, დიმიტრი მედვედევის უფროსი ეკონომიკური მრჩეველი და ვიცე-პრემიერი 2018 წლამდე, გადადგა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტექნოლოგიური ფონდის Skolkovo-ს ხელმძღვანელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაგმო. დვორკოვიჩი, რომელიც ასევე არის ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთაგან, ვინც ომის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა.

კრემლმა ომის კრიტიკოსებზე ზეწოლა გაზარდა. 16 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ გაწმენდს რუსეთს “ნაძირლებისა და მოღალატეებისგან”, რომლებსაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის ფარულად მუშაობაში ადანაშაულებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია