LIVE

S&P-ი რუსული ორგანიზაციებისთვის საკრედიტო რეიტინგებს აუქმებს

22 მარ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 882
S&P-ი რუსული ორგანიზაციებისთვის საკრედიტო რეიტინგებს აუქმებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global-ი რუსული იურიდიული პირებისა და კომპანიების საკრედიტო რეიტინგებს აუქმებს. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის საკრედიტო რეიტინგების მინიჭება აკრძალა. 

სარეიტინგო კომპანიამ რუსეთში კომერციული საქმიანობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. 

ბოლო კვირებში რუსეთის სუვერენული რეიტინგი შემცირდა. S&P-მა ის CC-მდე შეამცირა. სარეიტინგო კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის ვალი "ძალიან დაუცველია დეფოლტის მიმართ". მსგავსი პროგნოზები გაავრცელეს Fitch Ratings-მა და Moody's Investors Service-მა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნეი მაკი