LIVE

Sberbank-ის განცხადებით, სანქციების გამო დღეიდან სავალუტო გადარიცხვები იზღუდება

18 მარ 202214:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
Sberbank-ის განცხადებით, სანქციების გამო დღეიდან სავალუტო გადარიცხვები იზღუდება

Sberbank-ი, რუსეთის უმსხვილესი კრედიტორი აცხადებს, რომ სანქციების გამო რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ სავალუტო გადარიცხვების ნაწილი ჩერდება.

კერძოდ, დღეიდან კლიენტებს არ შეუძლიათ სხვა ბანკებში გადარიცხონ ამერიკული და კანადური დოლარი, ფუნტი სტერლინგი, შვედური ან დანიური კრონები. ბანკი კვლავ აგრძელებს გადარიცხვებს ზოგიერთ ვალუტაში, მათ შორის ევროში. 

დასავლეთის სანქციებმა, რომელთა სამიზნე რუსეთის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტებია, საბანკო სექტორში შოკისმომგვრელი ტალღები გამოიწვია და აიძულა ცენტრალური ბანკი, უზრუნველყოს ლიკვიდობის მხარდაჭერა და კაპიტალის დაცვა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია