საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაში, წელს უკრაინის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება.
ეს შედარებულია 6.6%-იან კლებასთან 2014-ში და 9.8%-იან კლებასთან 2015 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს. გასულ წელს ქვეყანამ მარცვლეულის რეკორდული მოსავლით და ძლიერი სამომხმარებლო ხარჯვით ისარგებლა, რამაც ეკონომიკის 3.2%-იანი ზრდა გამოიწვია.
IMF-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინის ეკონომიკა შესაძლოა ბევრად უფრო მეტად შემცირდეს და 25%-დან 35%-მდე დიაპაზონში გადავიდეს. ფონდმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ღრმა რეცესიის პირობებში, სავარაუდოდ, $4.8 მილიარდის გარე დაფინანსება დასჭირდება. IMF-ი მუშაობს ფონდზე, რომელიც ქვეყნებს დაეხმარება მეტი რესურსი მიმართონ უკრაინის დასახმარებლად.
ეკონომიკური შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდის განხილვისთვის მომზადდა, რომელიც უკრაინისთვის $1.4 მილიარდიან გადაუდებელი სესხის გაცემას განიხილავს.
სავალუტო ფონდის მიხედვით, $31 მილიარდიანი რეზერვების და წინასწარი ოფიციალური ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, უკრაინის ვალი ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაში მდგრადობას შეინარჩუნებს.
საპირისპიროდ, IMF-ი რუსეთის დეფოლტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი