LIVE

ევროპული ბანკები რუსული ფილიალების ძირითადი სისტემიდან გასათიშად ემზადებიან

14 მარ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1082
ევროპული ბანკები რუსული ფილიალების ძირითადი სისტემიდან გასათიშად ემზადებიან
Getty Images

რუსეთში მოქმედი ევროპული ბანკები რუსული ფილიალების მათი ძირითადი კომპიუტერული სისტემისგან გამოსაყოფად ემზადებიან. ბანკები ცდილობენ შეამცირონ დაუცველობა კიბერ შეტევების მიმართ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა.

Commerzbank-ი მისი რუსული განყოფილების სისტემიდან გათიშვისთვის ემზადება. საკითხთან დაახლოებული პირების თქმით, ბანკს აქვს შესაძლებლობა კავშირი ძირითად სისტემასთან სწრაფად გაწყვიტოს. Deutsche Bank-ი საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად სამუშაოებს რუსეთიდან სხვა ლოკაციაზე გადაიტანს. BNP Paribas-მა რუსეთში უკვე შეწყვიტა მის სისტემებზე პერსონალის წვდომა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიბერ ომი მთავარ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით ბანკებისთვის, რომლებიც ბიზნესის მართვისთვის მასიურ IT ინფრასტრუქტურას ეყრდნობიან. Deutsche Bank-მა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიბერ შეტევები გაიზარდა, Societe Generale-ი კი ონლაინ კომუნიკაციებში თანამშრომლებს დამატებითი სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

რუსული დანაყოფების იზოლირების მცდელობის გარდა, ბევრმა კრედიტორმა გაზარდა შიდა განგაშის დონე IT საფრთხეებთან დაკავშირებით. მათ ასევე შექმნეს გუნდები, რომლებიც საგანგებო გეგმებზე იმუშავებენ და ბანკების IT ინფრასტრუქტურას შეამოწმებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ არონსი