LIVE

რუსი პროკურორები ამერიკულ კომპანიებს ყადაღებით ემუქრებიან - WSJ

14 მარ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043
რუსი პროკურორები ამერიკულ კომპანიებს ყადაღებით ემუქრებიან - WSJ

Wall Street Journal-ის მიხედვით, McDonald’s-ი, Yum! Brands-ი და International Business Machines-ი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებმაც მთავრობის კრიტიკის ან ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში რუსი პროკურორებისგან კორპორაციული ლიდერების დაპატიმრების ან აქტივების ჩამორთმევის მუქარა მიიღეს.

ჟურნალი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროკურორებმა გაფრთხილებით კომპანიების ფართო სპექტრს მიმართეს. პოტენციურმა სასამართლო პროცესებმა და სავაჭრო ნიშნებისა და სხვა აქტივების ჩამორთმევამ ერთ-ერთი სამიზნე კომპანია აიძულა რუსეთიდან კომუნიკაციები შეეზღუდა. სხვები აღმასრულებლების ქვეყნიდან გაყვანას ცდილობენ.

რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-სა და სხვა მთავრობების მიერ დაწესებულ სანქციებს მოჰყვა, რომელიც ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს. Yum, McDonald's და Apple იმ კორპორაციულ გიგანტებს შორის არიან, რომლებმაც რუსეთში ოპერაციები და გაყიდვები დროებით შეაჩერეს.

ენერგეტიკული გიგანტები მთავრობების მხრიდან ზეწოლის ფონზე ასევე გავიდნენ რუსეთიდან და ქვეყანასთან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის თანამშრომლობა შეწყვიტეს, რაც რუსეთის ეკონომიკის განვითარებას უწყობდა ხელს.

რისკის ქვეშაა Mercedes-ის €2 მილიარდის აქტივები რუსეთში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნორინ მალიკი