LIVE

Mercedes-მა რუსეთში შესაძლოა €2 მილიარდის აქტივები დაკარგოს 

11 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100
Mercedes-მა რუსეთში შესაძლოა €2 მილიარდის აქტივები დაკარგოს 

რუსეთში Mercedes-Benz-ის დაახლოებით 2 მილიარდი ევრო ღირებულების აქტივები, შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ მოსკოვი ქვეყნიდან გასული უცხოური კომპანიების ქონების ექსპროპრიაციას გადაწყვეტს.  

გერმანულმა ფირმამ, რომელიც შედის ცნობილი დასავლური ბრენდების მზარდ სიაში, რომლებიც რუსეთში ბიზნესს დროებით აჩერებენ, დღეს განაცხადა, რომ ექსპროპრიაციის პერსპექტივა კომპანიას საფრთხეს უქმნის. 

კომპანიის რისკის ქვეშ მოქცეულ აქტივებს შორის არის მოსკოვის გარეთ მდებარე ქარხანა, რომელიც 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიხსნა. 

დაწესებულება, რომელიც E კლასის სედანსა და SUV მოდელებს აწარმოებს, 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. რობოტებითა და სხვა უახლესი ავტომატიზაციის მოწყობილობით ქარხანას წელიწადში 20000 მანქანის წარმოება შეუძლია. 

Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, რუსეთს Mercedes-ის გაყიდვებში 2% უკავია.

კომპანიის რუსულ შვილობილი ფილიალებს ასევე აქვთ ბანკების წინაშე დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ვალდებულება. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ვალის გარანტიები გასცა.

Mercedes-Benz-ის განცხადებამდე დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა ახლოსაა იმ უცხოური კომპანიების ხელში ჩაგდებასთან და ნაციონალიზაციასთანაც კი, რომლებიც ბაზარს უკრაინაში შეჭრის გამო ტოვებენ. ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოაყალიბა დროებითი კონტროლის ახალი პოლიტიკა კომპანიებზე, რომლებშიც უცხოური კაპიტალის წილი 25%-ს აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ უილკსი