LIVE

რუსეთი აცხადებს, რომ მისი უცხოური რეზერვების ნახევარი გაყინულია

13 მარ 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1209
რუსეთი აცხადებს, რომ მისი უცხოური რეზერვების ნახევარი გაყინულია

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, რუსეთმა წვდომა სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარზე დაკარგა. ეს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.

„ჩვენი რეზერვების მთლიანი მოცულობა დაახლოებით $640 მილიარდია და დაახლოებით $300 მილიარდი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ახლა მათ ვერ გამოვიყენებთ. ჩვენ ვხედავთ, რა ტიპის ზეწოლას ახდენენ დასავლეთის ქვეყნები ჩინეთზე, რათა იუანში რეზერვებზე ჩვენი წვდომა შეზღუდოს“, - განუცხადა სილუანოვმა სახელმწიფო ტელევიზიას ინტერვიუში, რომელიც ეთერში დღეს გავიდა.