რუსეთსა და უკრაინაზე საქართველოში იმპორტირებული შაქრის 1%-ზე ნაკლები მოდის. იანვარში უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მეექვსე, ხოლო რუსეთი მეათე ადგილზე იყო.
2022 წლის იანვარში საქართველოს 5 696 ტონა შაქარის იმპორტი $3.1 მილიონი დაუჯდა. აქედან უკრაინასა და რუსეთში შეძენილ შაქარზე მხოლოდ $2.1 ათასი მოდის.
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს შაქრის ძირითადი იმპორტიორების TOP -5 ასეთია:
- თურქეთი - 2 510 ტონა / $1.2 მლნ
- პოლონეთი - 2 052 ტონა / $1.2 მლნ
- ბრაზილია - 675 ტონა / $378 ათასი
- ნიდერლანდები - 432 ტონა / $216 ათასი
- კოლუმბია - 25 ტონა / $16 ათასი
საქართველომ გასულ წელს $60.4 მილიონის 120.7 ათასი ტონა შაქარი შეიძინა. ისევე როგორც წელს, შარშანაც რუსეთიდან (18 ტონა) და უკრაინიდან (40 ტონა) იმპორტირებული შაქრის წილი მცირე იყო და 0.04% შეადგინა. მთავარი მომწოდებლები კი ბრაზილია და თურქეთი იყვნენ.
საქართველოში შაქრის პანიკური შესყიდვის გამო მაღაზიებში თაროები დაცარიელდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. ამასთან, 1 აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებელი მიწოდება.