LIVE

„აგარის შაქარი“: პანიკის საფუძველი არ არსებობს, გვაქვს საკმარისი მარაგები

09 მარ 202215:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 3158
„აგარის შაქარი“: პანიკის საფუძველი არ არსებობს, გვაქვს საკმარისი მარაგები

1 აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებელი მიწოდება.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები“,- განაცხადა „აგარის შაქარი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

2021 წლის 12 თვეში საქართველომ შაქრის იმპორტში $50.4 მილიონი გადაიხადა. საქართველოში შაქრის ძირითადი იმპორტიორი ბრაზილია ($24.4 მილიონი) და თურქეთია ($10.7 მილიონი).