LIVE

ბირთვული საფრთხის ფონზე იოდიდის აბების ფასი 100%-ით გაიზარდა

09 მარ 202214:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 2447
ბირთვული საფრთხის ფონზე იოდიდის აბების ფასი 100%-ით გაიზარდა
AP Photo

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გაჩენილი ბირთვული უსაფრთხოების რისკების ფონზე იოდისა და კალიუმის იოდიდის აბებზე მოთხოვნა და ფასები იზრდება.

ტაბლეტების ღირებულება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური ქიმიკატებისაგან დაცვას ეხმარება, ბოლო კვირებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება გასცა.

რუსულმა ბომბებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვიეს. ქვეყნის ძალებმა ასევე გაანადგურეს ხარკოვის ატომური ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც საერთაშორისო დაცვას ექვემდებარება. ომის პირველივე კვირას დაზიანდა კიევის ბირთვული ნარჩენების ობიექტებიც.

იოდიდის აბებზე მოთხოვნა ყველაზე მზარდია ევროპაში. ფინეთში მედიკამენტზე მოთხოვნა გაასმაგებულია, ხოლო ნორვეგია გასულ კვირას 90 000 პაკეტის გაყიდვის შემდეგ მიწოდების დეფიციტს განიცდის. აშშ-ში Google-ის საძიებო სისტემაში კითხვა - "გვეხმარება თუ არა იოდი ბირთვულ ომში?" ბოლო შვიდი დღეში 1 150%-ით გაიზარდა.

კალიუმის იოდიდი სტაბილური იოდის მარილია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებისთვის სჭირდება. იოდის უმეტესი ნაწილს ადამიანები საკვებიდან იღებენ, თუმცა რადიოაქტიური იოდი შესაძლოა ჰაერში ბირთვული მოვლენის შემდეგ გამოიყოს, საიდანაც ჯერ ფილტვებში ხვდება, შემდეგ კი ფარისებრ ჯირკვალში შეიწოვება. კალიუმის იოდიდი და იოდის დანამატები ფარისებრ ჯირკვალში რადიოაქტიური იოდის შეღწევის ბლოკირებას ეხმარება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) ამბობს, რომ ადამიანებმა კალიუმის იოდიდი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის რჩევით უნდა მიიღონ. მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო ძლიერი დოზის ან ხშირმა მიღებამ შესაძლოა მძიმე ავადმყოფობა ან სიკვდილი გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლერ ბალენტინი