LIVE

Pfizer-ი მე-4 დოზისთვის FDA-ს ნებართვის მისაღებად ემზადება

09 მარ 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 878
Pfizer-ი მე-4 დოზისთვის FDA-ს ნებართვის მისაღებად ემზადება

Pfizer-ი აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს Covid-19 ვაქცინის მეოთხე დოზისთვის ნებართვის მისაღებად მონაცემებს მალე წარუდგენს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ Bloomberg-ის ტელევიზიას განუცხადა.  

მისი თქმით, ვაქცინების კვლევის შედეგები დამაიმედებელია, მაგრამ Pfizer-ი კვლავ აგრძელებს მონაცემების შეგროვებას და აშშ-ის "საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას" (FDA) მიმდინარე თვეს ან აპრილის დასაწყისში მიმართავს. 

მე-4 დოზის გარდა, კომპანია მუშაობას ვაქცინაზე, რომელიც მიმართულია კონკრეტულად ომიკრონ ვარიანტზე. ვაქცინის ახალი დოზები კვლავ გერმანულ BioNTech-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ორივე მათგანი ამჟამად კვლევის პროცესშია. Pfizer-ის პრესსპიკერის, ჯერიკა პიტსის თქმით, როგორც კი შედეგები ხელმისაწვდომი გახდება, მას კომპანია გაანალიზებს და გაუზიარებს ინფორმაციას ჯანდაცვის ორგანოებსა და მარეგულირებლებს. 

კომპანია მომავალ თვეს ასევე ელის 5 წლამდე ბავშვებში სამდოზიანი ვაქცინის რეჟიმის კვლევის შედეგებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი