LIVE

TikTok-ი რუსეთში პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციას აჩერებს

07 მარ 202200:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
TikTok-ი რუსეთში პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციას აჩერებს
Bloomberg

TikTok-ი აცხადებს, რომ რუსეთში პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციას აჩერებს.

TikTok-ის გადაწყვეტილება რუსეთის პარლამენტის მიერ "ყალბი ამბების" გავრცელების შესახებ მკაცრი კანონების მიღებას მოჰყვა. კანონი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც  სამხედროების შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებაში ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოთხოვნაში ბრალდებულები არიან.

პარასკევს, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Facebook-ზე წვდომას ბლოკავს. განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა რეკლამას შეაჩერებს და რუსულ ბიზნესებზე რეკლამის გაყიდვას შეწყვეტს.

რუსეთი ასევე ანელებს სოციალური მედიის სერვისებს, მათ შორის Twitter-სა და YouTube-ს, რათა მათი გამოყენება უფრო რთული და გამაღიზიანებელი გახადოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზან ბარტონი