LIVE

ჯეკ სვინი ამჯერად რუსი ოლიგარქების იახტების გადაადგილებას დააკვირდება

06 მარ 202217:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
ჯეკ სვინი ამჯერად რუსი ოლიგარქების იახტების გადაადგილებას დააკვირდება

ფლორიდაში მცხოვრები მოზარდი, რომელმაც პოპულარობა ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მარშრუტის გამოქვეყნებით მოიპოვა, ახლა რუსი მილიარდერების იახტების გადაადგილებას აკვირდება.

ჯეკ სვინიმ, Central Florida-ს პირველკურსელმა, თებერვლის ბოლოს რუსი ოლიგარქების თვითმფრინავებისთვის დაიწყო თვალყურის დევნება. ახლა ის სანქცირებული მაგნატების იახტებს დააკვირდება.

რუსულ ელიტაზე სანქციები ხშირად განხილულია, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდის გზა. პუტინი მილიარდერებს, როგორიცაა ევგენი პრიგოჟინი და იგორ სეჩინი მის ახლო გარემოცვად მიიჩნევს.

სვინიმ რუსეთის სუპერმდიდრების კერძო თვითმფრინავებზე თვალყურის დევნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამის შესახებ თხოვნები მიიღო. სვინიმ Twitter-ის ანგარიში შექმნა, რომელმაც რამდენიმე დღეში 390 000-ზე მეტი მიმდევარი მოაგროვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მალავიკა კაურ მაკოლი