
19 წლის ჯეკ სვინიმ ილონ მასკის $5000-იან შეთავაზებაზე Twitter-ის ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ, უარი თქვა. ფლორიდელი მოზარდის ანგარიში Twitter-ზე მილიარდერის კერძო თვითმფრინავის ფრენის მარშრუტს აჩვენებს.
Took off from Hawthorne, Elon got PIA blocking program but already found the aircraft. pic.twitter.com/nOxNUxy5y5
— Elon Musk's Jet (@ElonJet) January 26, 2022
ElonJet-ს 150 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ანგარიში ბოტს იყენებს, რომელიც სვინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. ElonJet-ი აქვეყნებს როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი, მოგზაურობის ხანგრძლივობასთან ერთად.
კოლეჯის პირველკურსელმა ათამდე სხვა ფრენის ბოტის ანგარიში შექმნა, რომელიც ტექ. გიგანტების მოგზაურობებს აკონტროლებს, მათ შორისაა ბილ გეითსის და ჯეფ ბეზოსის მოგზაურობები.
Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზარდს საბოლოოდ $5000 შესთავაზა ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ. სვინიმ თხოვნის შესასრულებლად $50 000 მოითხოვა და დასძინა, რომ თანხას კოლეჯისთვის ან Tesla Model 3-ის შესაძენად გამოიყენებდა.
CNN Business-ის ცნობით, შეტყობინებების ბოლო გაცვლა ოთხშაბათს, 19 იანვარს მოხდა, სადაც მასკი ამბობს, რომ ანგარიშის დახურვის სანაცვლოდ თანხის გადახდა სწორად არ მიაჩნია.
თუმცა, სვინიმ მასკს ტექნიკური რჩევები მაინც შესთავაზა. მოზარდმა მილიარდერს ბლოკირების პროგრამის შესახებ უთხრა, რომელიც მას ფრენის თვალთვალის პროგრამების წინააღმდეგ შეეძლო გამოეყენებინა.
”როგორც ჩანს, მან მიიღო ეს რჩევა”,- თქვა სვინიმ და დასძინა, რომ, როგორც ჩანს, მასკი ამჟამად იყენებს ბლოკირების პროგრამას.
დაბლოკვის პროგრამის მიუხედავად, სვინის მაინც შეუძლია თვალყური ადევნოს მასკის ფრენებს. უბრალოდ, მისი თქმით, ახლა ეს ცოტა უფრო რთულია.