
ჯეკ სვინი, კოლეჯის სტუდენტი, რომელიც ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილებას აკვირდება და საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე აქვეყნებს, ახლა იმავეს რუს ოლიგარქებს უკეთებს.
ინტერნეტ პოპულარობის მოპოვების და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის გაღიზიანების შემდეგ, Elon’s Jet-ის ანგარიშის მფლობელი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების საჰაერო მარშრუტებს აკვირდება. სვინის რუსი ოლიგარქებით დაინტერესებას ქვეყანაზე გაზრდილი საერთაშორისო ზეწოლა და უკრაინაში შეჭრა უძღოდა წინ.
So yeah @PutinJet is live now :), don't expect this to be too accurate though there are a dozen VIP Russian planes, and ADS-B coverage isn't great in Russia.
— Jack Sweeney (@JxckSweeney) February 26, 2022
Russian Oligarch Jets-ის ანგარიში აკონტროლებს სხვადასხვა თვითმფრინავებს - ვერტმფრენების, კერძო თვითმფრინავების და კომერციული თვითმფრინავების ჩათვლით. მათ შორისაა ვლადიმერ პუტინის, რომან აბრამოვიჩისა და ალექსანდრ აბრამოვის თვითმფრინავები.
სვინის თქმით, ახალი ანგარიში მას შემდეგ შექმნა, რაც რუსი ოლიგარქების თვითმფრინავების გადაადგილების გამოქვეყნებაზე უამრავი თხოვნა მიიღო. Radar Spots-ის საშუალებით, ბლოგის, რომელიც თვითმფრინავების სიის გადაადგილებას აკვირდება, სვინიმ მარტივად შეძლო ახალი ანგარიშის შექმნა Twitter-ზე. ანგარიშს რამდენიმე დღეში 53 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
თუმცა, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას ფრენების კონტექსტუალიზაციისთვის, მაგალითად, ვინ შეიძლება მიფრინავდეს ან გადაადგილების ისტორიულ მნიშვნელობას და სხვა ინფორმაციას, რომელიც დაზვერვის ოფიცრებს ან ინვესტორებს კრიტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად შეიძლება დასჭირდეთ.
სვინი მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინ მოექცა, როდესაც ილონ მასკმა მას ანგარიშის წაშლა უსაფრთხოების მიზეზების გამო სთხოვა და სანაცვლოდ $5 000 შესთავაზა. კოლეჯის სტუდენტმა უარი განაცხადა და ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ $50,000 მოითხოვა. მოგვიანებით, მას მანქანების გაქირავების კომპანია Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სამწლიანი კონტრაქტით Tesla შესთავაზა, რაზეც სვინიმ ასევე უარი თქვა, რადგან ავტომობილი დროებით არ სურდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პაულინა კაშერო