საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელს აწერს.
„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. განაცხადის გაკეთება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული.
იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სჯერა რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით.