LIVE

ევროკავშირმა SWIFT-დან შვიდი რუსული ბანკი გათიშა

02 მარ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
ევროკავშირმა SWIFT-დან შვიდი რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა SWIFT სისტემიდან შვიდ რუსულ ბანკი გაითიშა. შესაბამისი ინფორმაცია დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

ეს ბანკებია: VTB, Bank Otrkitie, Novikombank-ი, Promsvyazbank-ი, Bank Rossiya, Sovcombank-ი და VEB. 

ევროკავშირის ოფიციალური პირის განმარტებით, ბანკები შეირჩა რუსეთის სახელმწიფოსთან მათი კავშირების საფუძველზე.

სიაში არ შედის ორი მსხვილი რუსული ბანკი: Sberbank-ი და Gazprombank-ი, რადგან ისინი არიან ევროკავშირის გაზისა და ნავთობის იმპორტის გადახდის მთავარ ფასილიტატორებად მიიჩნევიან.

ბანკებს ოპერაციების დასასრულებლად 10 დღე მიეცემათ.

ბანკთაშორის გლობალური ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება (SWIFT) ერთგვარი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლას 200 ქვეყნის 11,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ კომპანიას შორის. SWIFT-დან რუსული ბანკების გათიშვა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ზომად მიიჩნევა.