LIVE

რა ახდა და რა არა Bloomberg Businessweek-ის 2020 წლის პროგნოზიდან

23 იან 202117:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 5443
რა ახდა და რა არა Bloomberg Businessweek-ის 2020 წლის პროგნოზიდან
Bloomberg L.P.

2020 წელს გამოცემის არაერთი წინასწარმეტყველება ახდა, თუმცა იყო რამდენიმე ნიშანდობლივი აცდენაც.  

რა გამართლდა:

  • ჩვენ შევამჩნიეთ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობის ტენდენცია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ ისრაელთან დიპლომატიური კავშირები დაამყარეს. 
  • ჩვენ ვთქვით, რომ 2020 წელი ტექნოგიგანტების წინააღმდეგ ანტიმონოპოლური მოქმედების წელი იქნებოდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ფედერალურმა მთავრობამ და თითქმის ყველა შტატმა Google–ისა და Facebook–ის წინააღმდეგ სასამართლოებს ანტიმონოპოლური სარჩელებით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ Amazon.com–სა და Apple–ს წინააღმდეგ სასამართლო წარმოება არ მიმდინარეობს, მათ საქმეებს ანტიმონოპოლური აღმასრულებლები იძიებენ.
  • ჩვენ ვწერდით, რომ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ბრიუსელთან გარიგების ზოგადი მონახაზის დამტკიცების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის გარიგების ჩაშლის რისკი მცირე იყო. Brexit–ის შესახებ მხარეებმა შეთანხმებას შობის ღამეს მიაღწიეს.
  • ჩვენ ვთქვით, რომ Amazon-ის, Hulu-სა და Netflix-ის გარდა, სტრიმინგის ომებში მხოლოდ ერთი ან ორი გამარჯვებული იქნებოდა. ჩვენ გვახარებდა Disney+-ის წარმატება. 13 თვის შემდეგ, მას 87 მილიონი გამომწერი ჰყავს.

 რაც ნაწილობრივ გამართლდა:

  • ჩვენ ვფიქრობდით, რომ აშშ-ს ნავთობის ინდუსტრია პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. Haynes & Boone–ის დეკემბრის მონაცემებით, 2020 წელს ნავთობისა და გაზის ჩრდილო-ამერიკულმა 45-მა ფირმამ გაკოტრების შესახებ განაცხადა. 
  • Bloomberg Intelligence-ის თანახმად, 2020 წლის "მტკივნეული ვაჭრობა" (pain trade) (მოულოდნელი მარცხი) განპირობებული იქნებოდა ზედმეტი თავდაცვითი პოზიციით და რისკის აღების შიშით. რეალურად "მტკივნეული ვაჭრობის" მიზეზი პანდემია გახდა. 

რაც ნაწილობრივ მცდარი აღმოჩნდა: 

  • ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ 2020 წელი შეიძლებოდა, “სათვალეების წელი" ყოფილიყო და ბაზარზე Apple-ის რეალობის სათვალე გამოსულიყო. ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება: მომავალ წელს Apple AR ყურსასმენების გაყიდვას გეგმავს, სათვალეები კი 2023 წელს გამოვა.

რაში შევცდით:

  • ჩვენ ვთქვით, რომ IBM-ის აღმასრულებელი დირექტორს, ჯინი რომეტის, ჰქონდა რეალური შანსი, რომ  კომპანიის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. გასული წლის იანვარში, რომეტიმ განაცხადა, რომ იგი CEO–ს თანამდებობას დატოვებდა.
  • შიდა ეკონომიკის სიძლიერეზე ორიენტებული საარჩევნო მოდელზე დაყრდნობით, დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა ვიწინასწარმეტყველეთ. 
  • Bloomberg Economics–ის პროგნოზით, აშშ–ს ეკონომიკა 2%–ით უნდა გაზრდილიყო. ახლა  ეკონომისტები მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ით შემცირებას ვარაუდობენ.
  • ჩვენ დავწერეთ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ბორდოს, ნაპას და სხვა რეგიონებს ყურძენის სამხრეთ ევროპიდან მიღება უნდოდათ, რადგან ისინი იტანს სიცხეს და გვალვას და ინარჩუნებს მჟავიანობის მაღალ დონეს. ასევე, დავამატეთ, რომ წამყვანი შატოები ალკოჰოლის მაღალი შემცველობის გამო, ამცირებენ მერლოს ჯიშის ყურძენის წარმოებას. 2020 წელს არცერთი ღვინო მაღალალკოჰოლური არ ყოფიულა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრეტ ბეგუნი