
უკრაინის დასახმარებლად „საქართველოს ბანკის“ საქველმოქმედო ფონდში 2 დღეში 677 047 ლარი შეგროვდა.
ბანკის ინფორმაციით, თანხა სრულად გადაირიცხება წითელ ჯვარში.
ანგარიშზე GE97BG0000000551792100 თანხის ჩარიცხვა და უკრაინის ჰუმანიტარული თუ შემდგომ რეაბილიტაციაში დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინას ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას არაერთი ქართული კომპანია უწევს.