LIVE

ერთი ბარელი ნავთობი $113 ღირს

02 მარ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2004
ერთი ბარელი ნავთობი $113 ღირს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. 

"ბრენტის" ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა დღეს $113-ს მიაღწია, რაც 2014 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ნავთობის ფასის ზრდა ვერც ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) მიერ გადაუდებელი მარაგებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვების გადაწყვეტილებამ შეაჩერა. შეერთებული შტატები და სააგენტოს სხვა წევრები გუშინ შეთანხმდნენ, რომ მარაგის გამოშვებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოწვეულ მიწოდების შეფერხების კომპენსირებას მოახდენენ. 

რუსეთი მსოფლიოში ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია და ინვესტორები შიშობენ, რომ ნავთობისა და გაზის მიწოდება შეიძლება დაზარალდეს.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირას 6,1 მილიონი ბარელით შემცირდა.

IEA-ს განცხადებით, აღმასრულებელი დირექტორის ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ენერგეტიკულ ბაზრებზე  სიტუაცია ძალიან სერიოზულია.

სანქციების დამღუპველი ეფექტი ნავთობის მთელ ბაზარზე იგრძნობა. ურალის ნავთობი პოსტსაბჭოთა პერიოდში რეკორდულად იაფად $18-ზე ნაკლებად იყიდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ფასადაც კი, მოვაჭრეებს მისი ყიდვის სურვილი არ აქვთ.

„არავის სურს რუსული ნავთობის ყიდვა, მიწოდება ან შენახვა“, - თქვა რუსული ნავთობით მოვაჭრემ.

მთავარი პრობლემა ნავთობის გადაზიდვა და ვაჭრობაა. ნავთობის ტანკერების მფლობელების უმეტესობა სიფრთხილეს იჩენს იქამდე, სანამ სანქციების სრული სურათი ნათელი არ გახდება.

ზოგიერთი საერთაშორისო მოვაჭრე ასევე ითვალისწინებს არსებულ უარყოფით დამოკიდებულებას. ეს ექსპორტისთვის დამღუპველი დარტყმაა, რამდენადაც გაყიდული ნედლის თითქმის ორი მესამედი გემებით გადააქვთ.

„რუსული ნედლი ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 70% გაყინულია. ძირითადი მოთამაშეების უმეტესობა არ ეკარება რუსულ ნავთობს და ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე ევროპული გადამამუშავებელი და სავაჭრო ფირმა რჩება”, - აცხადებს Energy Aspects-ი.

Energy Aspects-ის შეფასებით, სანქციების სრული დიაპაზონის გარკვევის შემდეგ, ვაჭრობაში აზიელი ტრეიდერების შესვლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ნედლი ნავთობის შეჩერებული ვაჭრობის წილი 20%-ით შემცირდება, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც გამანადგურებელი იქნება იმ ქვეყნისთვის, რომელსაც დღეში დაახლოებით 5 მილიონ ბარელი ნავთობი გააქვს ექსპორტზე ან გლობალური მოხმარების 5%-ს შეადგენს.

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია Surgutneftegas-ს ამჟამად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ორივე მათგანი დღეს იხურება. ტრეიდერები პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

მიმდინარე თვეში ქვეყნის მთავარი დასავლეთის პორტებიდან 61 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადასატანად რუსეთს და კომპანიებს 80-ზე მეტი ტანკერი სჭირდებათ. Bloomberg-ის გათვლებით, ტვირთის გადასატანად მხოლოდ ექვსი გემია დანიშნული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო