
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად დღეიდან ომის ობლიგაციებს გაყიდის.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყოველი ერთწლიანი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1000 უკრაინული გრივნა (24,80 ფუნტი; 33,27 აშშ დოლარი) იქნება. ინვესტორებისთვის შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთი აუქციონის დროს განისაზღვრება.
Under the state of war, the Ministry of Finance ensures fulfillment of the state needs, its security, social protection of the population, macroeconomic and financial stability of Ukraine.
Details: https://t.co/5nsg3MBcJr pic.twitter.com/k09lrpsptY
ომის ობლიგაციები არის ვალის აღების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია მთავრობის მიერ ომის დროს სამხედრო ოპერაციების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.