LIVE

IMF-ი უკრაინას $1.4 მილიარდს გამოუყოფს

27 თებ 202219:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
IMF-ი უკრაინას $1.4 მილიარდს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მზად არის მისი ეგრეთ წოდებული სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის ფარგლებში უკრაინას $1,4 მილიარდი გამოუყოს. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის მმართველმა კირილო შევჩენკომ განაცხადა.

თანხის გაცემა სავალუტო ფონდის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი დახმარება სთხოვა, რათა რუსეთის შემოჭრის ფონზე ეკონომიკის მხარდაჭერა შეძლოს. ქვეყანა ასევე ვაშინგტონში დაფუძნებულ კრედიტორთან სესხის ხელშეკრულების განხილვის პროცესშია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია