LIVE

"No Time to Die” - ჯეიმს ბონდის შემდეგი ფილმი ოქტომბრამდე გადაიდო

22 იან 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
"No Time to Die” - ჯეიმს ბონდის შემდეგი ფილმი ოქტომბრამდე გადაიდო
Brian Ach/Getty Images

კინოთეატრებში ბონდის შემდეგი ფილმის დებიუტი ოქტომბრამდე გადაიდო. Metro-Goldwyn-Mayer- ის “No Time to Die,” ჯეიმს ბონდის სერიის შემდეგი ნაწილი, კიდევ ერთხელ გადაიდო იმ იმედით, რომ  ამ წლის ბოლოს პანდემია შემსუბუქდება. ფილმი, რომელიც ორჯერ გადაიდო, კინოთეატრებში 8 ოქტომბერს გამოვა.

Universal–ის ფილმების ხელმძღვანელმა, დონა ლენგლიმ გასულ კვირას მაყურებელი გააფრთხილა, რომ წელს, შექმნილი მდგომარეობის გამო, მეტი ფილმის გადადება იგეგმება.

მას შემდეგ, რაც პანდემიამ მარტში კინოინდუსტრია შეარყია, დიდ ეკრანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი, მათ შორის "Wonder Woman 1984" გამოვიდა. მისი დებიუტი იმავდროულად WarnerMedia- ს სტრიმინგ სერვისზე, HBO Max-ზე შედგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ტერნერი