LIVE

ბაიდენი: შევზღუდავთ რუსეთის უნარს, აკეთოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში

24 თებ 202222:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1657
ბაიდენი: შევზღუდავთ რუსეთის უნარს, აკეთოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა განზრახული იყო და თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. 

ბაიდენმა ისაუბრა სანქციებზე, რომელსაც აშშ პარტნიორებთან ერთად უწესებს რუსეთს. მისი თქმით, სანქცირებულია რუსული ბანკები, რომლებიც ჯამში 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ. ასევე, სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. 

"შევზღუდავთ რუსეთის უნარს, აკეთოს ბიზნესი დოლარში",- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შეთანხმდა G7-ის ლიდერებთან მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკებიდან, რომ ერთობლივად შეზღუდავენ რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში.

მისივე თქმით, აშშ შეაჩერებს რუსეთის უნარს, დააფინანსოს და გაზარდოს თავისი არმია.

უკვე ცნობილია სანქციების ჩამონათვალი რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს უწესებს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზად იყო იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებთან დაკავშირებით და რუსეთი რჩება გლობალური ეკონომიკის ნაწილად.