LIVE

პუტინი სანქციებზე: მზად ვიყავით - რუსეთი რჩება გლობალური ეკონომიკის ნაწილად

24 თებ 202222:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1670
პუტინი სანქციებზე: მზად ვიყავით - რუსეთი რჩება გლობალური ეკონომიკის ნაწილად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ბრძანება გაეცა, რადგან მისი თქმით, მოსკოვის ყველა მცდელობა შეეცვალა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება, უშედეგოდ დასრულდა.

პუტინმა ბიზნეს ლიდერებთან სატელევიზიო ჩართვისას რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელს, ალექსანდრე შოხინს უთხრა, რომ მოსკოვი იძულებული იყო ზომები მიეღო, ისე, რომ აანალიზებდა მოსალოდნელ სანქციებს.

"ჩვენ ყველა ვიცნობთ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და ამა თუ იმ გზით მზად ვიყავით იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებთან დაკავშირებით. რუსეთი რჩება გლობალური ეკონომიკის ნაწილად",- თქვა პუტინმა. 

შოხინმა თქვა, რომ არსებული და მოსალოდნელი დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთმა უნდა გაზარდოს მოთხოვნა კერძო ინვესტორებისგან სახელმწიფო ვალზე.  

მან ასევე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ სანქციები კლიმატის ცვლილებების პროექტებზე. 

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც აქამდე გაკეთდა საკმაოდ რთულ პირობებში",- უთხრა პუტინმა შოხინს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის თავდასხმის შედეგად გამოწვეულ სიკვდილსა და ნგრევაში მხოლოდ რუსეთს ადანაშაულებს.  

უკვე ცნობილია, სანქციების ჩამონათვალი რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს უწესებს. ამასთან, ახალი სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.