დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, წესდება შემდეგი სანქციები:
- გაიყინება რუსეთის ყველა დიდი ბანკის აქტივები და რუსული ბანკები გაითიშებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან;
- სანქცია გულისხმობს რუსეთში სიდიდით მეორე სახელმწიფო ბანკის, VTB-ის დაუყოვნებლივ და სრულ გაყინვას;
- წამყვან რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას შეეზღუდებათ;
- აქტივების გაყინვა შეეხება დამატებით 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს;
- რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენა აეკრძალება;
- შეიზღუდება დეპოზიტის ოდენობა, რომლის ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში შეეძლებათ;
- აიკრძალება ორმაგი საექსპორტო ლიცენზიების გამოყენება. ეს ისეთი ნივთების ექსპორტს მოიცავს, რომლებიც შესაძლოა სამხედრო მიზნებით იყოს გამოყენებული;
- უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი მაღალტექნოლოგიური და ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარების ექსპორტს შეწყვეტს;
- არსებობს რუსეთის Swift-ის სისტემიდან გათიშვის პერსპექტივაც;
- მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელორუსზე მისი როლის გამო უკრაინაზე თავდასხმაში.