LIVE

გერმანიის და საფრანგეთის ეკონომიკები თებერვალში მკვეთრად გაიზარდა

22 თებ 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1009
გერმანიის და საფრანგეთის ეკონომიკები თებერვალში მკვეთრად გაიზარდა

ევროპის ორ უმსხვილეს ეკონომიკაში თებერვალში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. რეგიონმა კორონავირუსული ინფექციების უკანასკნელი ტალღა გადალახა.

IHS Markit-ის გამოქვეყნებული ბიზნეს კვლევების თანახმად, გერმანიაში წარმოება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გაიზარდა. ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სერვისის ინდუსტრიის აქტივობით. რაც შეეხება საფრანგეთს, აქ 2021 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანაში გაუმჯობესდა როგორც სერვისის, ასევე წარმოების სექტორების პერფორმანსი.

გერმანელმა მწარმოებლებმა ასევე აღნიშნეს მიწოდებების შეფერხებების კიდევ უფრო შემსუბუქება, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოს ქარხნების პრობლემა გახდა. თუმცა, ინფლაციური ზეწოლა ძლიერი რჩება ორივე ქვეყანაში. გერმანიაში წარმოების ფასები რეკორდულად სწრაფი ტემპით მიიწევს წინ.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში იანვრის ბოლოდან ვირუსული ინფექციები იკლებს, გერმანიამ მხოლოდ ახლახან გადალახა ომიკრონის უახლესი ტალღის პიკი. ქვეყანა გასულ კვირას შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც შეზღუდვები შეამსუბუქეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი