LIVE

კანიე უესტი YouTube-ს, Spotify-ს, Apple-სა და Amazon-ს ბოიკოტს უცხადებს

18 თებ 202220:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1405
კანიე უესტი YouTube-ს, Spotify-ს, Apple-სა და Amazon-ს ბოიკოტს უცხადებს
Jean-Baptiste Lacroix/AFP/Getty Images

კანიე უესტი ამბობს, რომ მისი ახალი ალბომი Donda 2 მხოლოდ მის საკუთარ პლატფორმაზე, Stem Player-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ამერიკელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა და რეპერმა Instagram-ზე დაწერა. 

ამერიკელი რეპერი ამბობს, რომ დროა მუსიკა მჩაგვრელი სისტემისგან გათავისუფლდეს. ალბომი, რომელიც ამ თვის ბოლოს გამოვა, არ იქნება წარმოდგენილი სტრიმინგ საიტებზე, მათ შორის Apple-ის, Amazon-ის, Spotify-სა და YouTube-ზე. 

"დღეს არტისტები ინდუსტრიის მიერ გამომუშავებული თანხის მხოლოდ 12%-ს იღებენ. დროა, გავთავისუფლდეთ ამ აგრესიული სისტემისგან. ავიღოთ კონტროლი და ჩვენი საკუთარი სისტემა შევქმნათ“,- წერს რეპერი. 

Stem Player მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც მომხმარებლებს სიმღერების კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს. მოწყობილობის საცალო ფასი $200-ია. 

კანიე უესტის ბოლო, მეათე სტუდიური ალბომი მისი გარდაცვლილი დედის, დონდა უესტის სახელს ატარებს. დონდა უესტი ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი იყო. ის 2007 წელს 58 წლის ასაკში კოსმეტიკური ქირურგიის გართულებების გამო გარდაიცვალა. დედის გარდაცვალებამ ვესტზე გამანადგურებელი გავლენა იქონია. 

უესტის უახლესი განცხადება სოციალურ მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მის შესახებ Netflix-ის დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილი გამოვიდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი