LIVE

ბიტკოინის მაინერები მონეტებს ყიდიან

12 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 969
ბიტკოინის მაინერები მონეტებს ყიდიან
Paul Yeung/Bloomberg

კრიპტოანალიტიკური პლატფორმის, Glassnode-ის მიხედვით, რომელიც აკონტროლებს ბიტკოინის მაინერების აქტივებს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან პირველად 5 თებერვალს უარყოფითი აღმოჩნდა. ბოლო 30 დღის განმავლობაში მაინერების ბალანსის წმინდა ცვლილება აჩვენებს, რომ მაინერებმა მონეტები გაყიდეს.

კვლევითი კომპანია Delphi Digital-ის თანახმად, მაინერები მარაგებს რამდენიმე თვის განმავლობაში ავსებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფასები $35,000-მდე დაეცა. იმის გამო, რომ ბიტკოინი ჯერ კიდევ 35%-ით დაბალია ნოემბრის მაჩვენებელზე, მსხვილ მაინერებს უწევთ თვალყური ადევნონ ნაღდი ფულის ბალანსს, ასევე ამჯობინებენ ინვესტირებას უფრო მძლავრ აპარატურაში. 

მსხვილი მაინერების აქციები აღდგა ბოლო გაყიდვის დაბალი ნიშნულიდან. Marathon Digital Holdings-ის, Riot Blockchain-ის, Stronghold Digital Mining-ისა და Hut 8 Mining Corp-ის აქციები 40%-ზე მეტით გაიზარდა იანვრის შემდეგ, მაგრამ მათ, ვისაც ნაკლები ოპერაციები აქვთ, შეუძლიათ მონეტები სტრატეგიულად გაყიდონ. 

Marathon-მა და Hut 8-მა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ისინი დარჩნენ “ჰოდლერებად” ბოლოდროინდელი კრიზისის დროს.

“ჩვენ ჰოდლინგი 2020 წლის ოქტომბერში დავიწყეთ და მას შემდეგ არც ერთი სატოში არ გაგვიყიდია”, - ამბობს ჩარლი შუმახერი, Marathon Digital-ის წარმომადგენელი. სატოში, რომელიც მიღებულია ბიტკოინის სავარაუდო შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს სახელიდან, აღნიშნავს მონეტის პროცენტს.

Sue Ennis-მა, Hut 8 Mining-ის ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სჯერა ბიტკოინის. “ზოგიერთი მაინერი ყიდის ბიტკოინს ან იყენებს მას ხარჯების დასაფარად. ჩვენ ვინახავთ ან ვინარჩუნებთ ჩვენსას”. 

ბიტკოინის მაინერები ზრდის პირობას დებენ, აპირებენ შეიძინონ მაინინგის მეტი აპარატურა და გაზარდონ ბიტკოინების მოპოვების სიჩქარე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტალ კიმი