LIVE

TikTok-ი ტრანსფობიასთან საბრძოლველად სიძულვილის ენის წესებს ამკაცრებს

13 თებ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
TikTok-ი ტრანსფობიასთან საბრძოლველად სიძულვილის ენის წესებს ამკაცრებს
Bloomberg

TikTok-ი სიძულვილის ენის დეფინიციას ცვლის. პლატფორმის სახელმძღვანელო პრინციპებში სიძულვილის ენა იგულისხმებს ტრანსგენდერი ადამიანების დაბადების დროს მინიჭებული სახელით ან არასწორი გენდერით მოხსენიებას. ცვლილება მიზნად ისახავს სოციალურ ქსელში ტრანსფობიის და სხვა მავნე ქცევების აღმოფხვრას.

ByteDance-ის პლატფორმამ ასევე გაამკაცრა თავისი წესები, რათა აიკრძალოს ვიდეოები, რომლებიც ახალისებენ კონვერტაციის თერაპიას - პიროვნების სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლის მცდელობებს - ასევე კვებითი დარღვევებსა და სხვა საშიშ ტენდენციებს.

განახლებული სახელმძღვანელო წესები ასევე აკრძალავს კონტენტს, რომელიც განკუთვნილია სპეციფიკურად ტრანსგენდერი ან არაბინარული ადამიანებისთვის და მოიცავს მათზე მიმართვის გზებს, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ იდენტობას.

TikTok-მა ასევე ახლახანს გაუადვილა ადამიანებს საკუთარი ნაცვალსახელების ჩართვა მომხმარებლის გვერდის აღწერაში. ამიერიდან ვიდეოები, რომლებიც ტრანსგენდერებს დაბადების დროს მინიჭებული სახელებით მოიხსენიებს, ჩაითვლება სიძულვილის ენის დარღვევად. ამავდროულად, კომპანია მიზნად ისახავს დაიცვას მარგინალიზებული ჯგუფების კონტენტი, რომლებიც ხელახლა ითვისებენ ტერმინებს, მაგალითად, რასობრივად შეურაცხმყოფელ სიტყვებს რომლებიც, როგორც წესი, გამოყენებულია მათივე შეურაცხყოფისთვის, ასევე კონტენტი რომლებიც იყენებს სიძულვილის ენას განათლების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 91,4 მილიონი ვიდეოდან, რომელიც TikTok-მა 2021 წლის ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში პლატფორმიდან დარღვევების გამო წაშალა, 1,5% კლასიფიცირებული სიძულვილის შემცველ კონტენტად, ხოლო 5,4% ბულინგისა და შევიწროების გამო წაიშალა. ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ შეცვლის განახლებული წესები პლატფორმაზე დარღვევების რაოდენობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელა კერონი