მადრიდის ცენტრში ძლიერი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თუმცა გადარჩენილების მოძებნის პროცესს შენობაში გაჩენილი ხანძარი ართულებს.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქებამ დააზიანა მიმდებარედ არსებული სკოლა, თუმცა იქ მყოფ პირებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ. ევაკუირებულია მოხუცთა თავშესაფარი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია