LIVE

3 თვის შემდეგ ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა გამოჩნდა

20 იან 202118:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 470
3 თვის შემდეგ ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა გამოჩნდა
Justin Chin/Bloomberg

სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ ჯეკ მა საჯაროდ გამოჩნდა. Alibaba-ს დამფუძნებელმა და  ჩინეთის ყველაზე პოპულარულმა მილიარდერმა ყოველწლიური ღონისძების ფარგლებში, ლაივსტრიმის საშუალებით, პედაგოგებს მიმართა. 

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან ფილანტროპიის გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. თუმცა, Alibaba-სა და Ant-ის თანადამფუძნებელს არაფერი უხსენებია ჩინეთის მთავრობასთან მის ბოლოდროინდელ დაპირისპირებაზე. 

ვიდეოში გამოჩენის მიუხედავად, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი საჯარო ფორუმზე გამოჩენა გააძლიერებს ჭორებს იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის მას, მაშინ, როცა პეკინი ფინანსური გიგანტების Ant Group-სა და Alibaba Group Holding-ს წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. 

ვიდეოს მიხედვით, ჯეკ მა გეგმავს, რომ მეგობრებთან ერთად საგანმანათლებლო ფილანტროპიას მეტი დრო დაუთმოს. მისი თქმით, “სოფლის გაჯანსაღებასა და საერთო კეთილდღეობისთვის მუყაითად შრომა ჩვენი თაობის ბიზნესმენების პასუხისმგებლობაა”.

ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ოქტომბრის ბოლოდან საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. ბიზნესმენის გაუჩინარება დროში დაემთხვევა მის მიერ ჩინეთის მთავრობის ეკონომონიკური პოლიტიკის მძაფრ კრიტიკას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლულუ ილუნი ჩენი და კოკო ლიუ