LIVE

Spotify-მ რუსეთში ადგილობრივი წარმომადგენლობა გახსნა

05 თებ 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1089
Spotify-მ რუსეთში ადგილობრივი წარმომადგენლობა გახსნა
AP Photo/Richard Drew

აუდიო სტრიმინგის სერვისმა Spotify-მ რუსეთში ადგილობრივი წარმომადგენლობა გახსნა, რათა დაემორჩილოს მოსკოვის ახალ წესებს უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების ოპერაციების ლოკალიზაციის შესახებ. განცხადება რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.

სამსახურის ცნობით, კომპანიამ შეასრულა მოთხოვნა, “შეექმნა ფილიალი, გაეხსნა წარმომადგენლობითი ოფისი, ან შეექმნა რუსული იურიდიული პირი”.

ახალი კანონის შესაბამისად, უცხოურმა კომპანიებმა, რომელთა ყოველდღიური აუდიტორია 500 000-ზე მეტ მომხმარებელს აჭარბებს, უნდა გახსნან უფლებამოსილი წარმომადგენლობები რუსეთში.

მედიის ზედამხედველობის ეროვნულმა სამსახურმა უკვე გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებსაც წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა სჭირდებათ და მასში შედიან Google, Apple, Meta Platforms, Twitter, TikTok, Telegram და სხვა.

Spotify 2008 წელს ამოქმედდა და რუსეთში 2020 წლის ზაფხულიდან მუშაობს. დღეისათვის Spotify-ს 381 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.