
2018 წლის შემდეგ პირველად, Amazon-ი შეერთებულ შტატებში Prime-ის გამოწერის წლიურ გადასახადს $20-ით, $139-მდე ზრდის. $12,99-დან $14,99-მდე გაიზარდა Prime-ის ყოველთვიური გამოწერის ღირებულებაც.
ახალი წევრებისთვის ფასის ცვლილება ძალაში 18 თებერვალს შევა, ხოლო არსებული აბონენტებისთვის - 25 მარტის შემდეგ.
Prime-ის ფასის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან სიეტლში დაფუძნებულმა კომპანიამ მილიარდები დახარჯა, რათა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის პაკეტების მიწოდება მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებისა და მუშახელის სერიოზული დეფიციტის ფონზე.
Prime ეხმარება Amazon-ს, სპონტანური მყიდველები პერმანენტულ მომხმარებლებად აქციოს. მისი აბონენტები, როგორც წესი, უფრო მეტს ხარჯავენ Amazon-ზე, ვიდრე არაწევრები.
Consumer Intelligence Research Partners-ის თანახმად, 2020-2021 წლებში აშშ-ში Amazon-ზე 60 მილიონი Prime-ის გამომწერი დარეგისტრირდა, რითაც მათი მთლიანი რაოდენობა 172 მილიონამდე გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სპენსერ სოპერი